„როიტერი“ - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანხმა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, პაკეტი ფორმალურად პარასკევს გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.
სანქციების ახალი პაკეტის დეტალები ხვალ უნდა გასაჯაროვდეს.