„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრნდობით ავრცელებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკომისიამ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და გააფართოვოს შავი სია, ასევე განიხილოს საზღვაო გზით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესება.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა ბრიუსელში აღნიშნული ინიციატივა პარასკევს განიხილეს და წინასწარი „მწვანე შუქი“ მისცეს. როგორც მოსალოდნელია, სანქციები საბოლოო დამტკიცება მომავალ კვირას მოხდება.
სანქციების დასაწესებლად საჭიროა, რომ მათ ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭიროს მხარი, თუ მათ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა გადასალახად ზედმეტად რთული აღმოჩნდება, საკითხი გადასაწყვეტად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს გადაეგზავნება, რომლებიც 6-7ოქტომბერს პრაღაში შეიკრიბებიან. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე უნგრეთია.