„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟის სანქცირებულთა სიიდან ამოიღებენ
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსული ინტერნეტგიგანტის, yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟის სანქცირებული სუბიექტებისა და კერძო პირების სიიდან ამოიღებენ.
ამის შესახებ „როიტერი“ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ვოლოჟი ერთ-ერთია იმ სამ პირს შორს, რომლებსაც 15 მარტის, სანქციების რეჟიმის განახლების შემდეგ გაათავისუფლებენ.
გასული წლის აგვისტოში ვოლოჟმა უკრაინაში რუსეთის ომს „ბარბაროსული“ უწოდა.