„როიტერი“ - ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკის“ დახმარებით განიხილავს
„როიტერი“ - ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკის“ დახმარებით განიხილავს

ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკის“ დახმარებით განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა საჯაროდ უარყო რუსეთის მიერ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური განაწილების კამპანია და მას პროპაგანდისტული სვლა უწოდა.

„როიტერის“ ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი „სპუტნიკის“ ვაქცინის მიღების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან 450 მილიონიანი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარება სურს.

მედიის ცნობით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ვაქცინები უკვე შეიძინეს. ავსტრია და ჩეხეთი ინტერესს ღიად გამოხატავენ. ხოლო იტალია განიხილავს, რომ ქვეყნის უდიდესი ვაქცინების საწარმო ბიორეაქტორი „სპუტნიკის“ წარმოებისთვის გამოიყენოს.