„როიტერი“ - ესტონეთში შენახვის პირობების დარღვევის გამო, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 68 ათასი დოზა გაფუჭდა
ესტონეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 68 ათასი დოზა შენახვის პირობების დარღვევის გამო გაფუჭდა.
ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საუბარია სწორედ იმ ვაქცინაზე, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის გასაგზავნად იყო განკუთვნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ საცავში, სადაც ვაქცინა ინახებოდა, ტემეპერატურამ 15 გრადუსით მოიმატა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მონხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„25 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ საცავში ტემეპერატურა მომატებული იყო. ჩვენი ინფორმაციით, ტემპერატურის მატება 22 ივნისიდან დაიწყო“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ან ხიარმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინა სხვა ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდება.
„როიტერის“ ცნობით, ზარალი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.