„როიტერი“ - ერაყისა და იემენის ლიდერები იმუქრებიან, რომ ღაზაში აშშ-ის ნებისმიერ ინტერვენციას უპასუხებენ თვითმფრინავებით, რაკეტებითა და სხვა სამხედრო საშუალებებით
ერაყისა და იემენის ლიდერები, რომლებიც ირანთან კავშირში არიან და შეიარაღებულ ჯგუფებზე არიან პასუხისმგებელი, იმუქრებიან, რომ ისინი უპასუხებენ აშშ-ის ნებისმიერ ინტერვენციას ღაზაში თვითმფრინავებით, რაკეტებითა და სხვა სამხედრო საშუალებებით. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იემენელი ჰუსიტების ლიდერი აცხადებს, რომ ჯგუფი მზად არის, კოორდინირება გაუწიოს ინტერვენციას, რომელიც მოიცავს ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ მუსლიმურ ფრაქციებს ერაყში და ლიბანის „ჰეზბოლას“ ჯგუფს, რომელიც უკვე ჩართულია ბრძოლაში.
აღნიშნული განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის მხარდამჭერი გზავნილები ისრაელისადმი, ასევე აშშ-ის ოფიციალურ პირთა დაპირება, რომ სწრაფად მიაწვდიან ისრაელს დამატებითი საბრძოლო მასალებს. აშშ-მა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ განათავსოს ავიამზიდი, რამდენიმე სარაკეტო კრეისერი და გამანადგურებელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.