„როიტერი“ - ეგვიპტემ საკუთარ ავიაკომპანიებს მოუწოდა, ხუთშაბათს, დილით, სამი საათით ირანის საჰაერო სივრცეს მოერიდონ, რადგან ირანისგან მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ
ეგვიპტემ საკუთარ ავიაკომპანიებს მოუწოდა, ხუთშაბათს, დილით, სამი საათით ირანის საჰაერო სივრცეს მოერიდონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ყველა ეგვიპტური ავიაკომპანია უნდა მოერიდოს თეირანის თავზე ფრენას. ამ ტერიტორიაზე ფრენის არანაირი გეგმა არ მიიღება“, – ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სააგენტო წერს, ამის მიზეზი ირანში სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის განსაზღვრული საათებია, რაზეც ინფორმაცია ეგვიპტეს თავად ირანის ხელისუფლებამ მიაწოდა. კერძოდ, წვრთნები თეირანის დროით 04:30 საათიდან 07:30 საათამდე ჩატარდება.