„როიტერი“ დონეცკის შემოგარენში სამხედრო ტექნიკის კოლონის კადრებს ავრცელებს

სააგენტო „როიტერი“ დონეცკის შემოგარენში სამხედრო ტექნიკის კოლონის კადრებს ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, აღნიშნული კადრები სააგენტოს თვითმხილველმა მიაწოდა. კადრებში ჩანს ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, აღნიშნულ სეპერატისტულ რეგიონებში მშვიდობის შენარჩუნების უზრუნველყოფა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა.