„როიტერი“ - დიდმა ბრიტანეთმა შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა
„როიტერი“ - დიდმა ბრიტანეთმა შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთთან და ფინეთთან ახალ გარიგებებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში, ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაუჭერს მხარს.

„ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს. ამ უსაფრთხოების დეკლარაციების ხელმოწერა ჩვენს ერებს შორის მარადიული გარანტიის სიმბოლოა“, – განაცხადა ჯონსონმა.

თავის მხრივ, როგორც მედია წერს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმებები გააძლიერებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, დააჩქარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, სწავლებებსა და განლაგებას.