„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან 21 დეპუტატს გარიცხავენ
„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან 21 დეპუტატს გარიცხავენ

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან 21 დეპუტატს გარიცხავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

21 დეპუტატს შორის უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსია. აღნიშნულმა კანონმდებლებმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად მხარი დაუჭირეს პარლამენტის დღის წესრიგში ბრექსიტის გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩასმას და ამგვარად პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გეგმებს ხელი შეუშალეს.

კენჭისყრამდე ბორის ჯონსონი თანაპარტიელებს პარტიიდან გარიცხვით დაემუქრა, თუ ისინი მთავრობის გეგმების წინააღმდეგ მისცემენ ხმას.

71 წლის ნიკოლას სამსი 1983 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია. მანამდე ის თავდაცვის უმცროსი მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იმ კანონმდებლებს შორის, რომლებსაც კონსერვატიული პარტიიდან გარიცხავენ, თემთა პალატის უხუცესი დეპუტატი, 79 წლის კენ კლარკი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ფილიპ ჰემონდი არიან.

შეგახსენებეთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც კონსერვატორმა დეპუტატმა, ფილიპ ლიმ სხდომის მიმდინარეობისას ლიბერალ-დემოკრატებთან გადაინაცვლა.