„როიტერი“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა
„როიტერი“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ი-მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ი-ის ჰქონდა გულწრფელი, არსებითი და ნაყოფიერი სტრატეგიული კომუნიკაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან, რაც მიზნად ისახავდა მათი ლიდერების დიალოგის გაღრმავებას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

როგორც „როიტერი“ წერს, სალივანი და ვანგ ი შეთანხმდნენ აშშ-ისა და ჩინეთის უთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მოგვარებაზე.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის.