„როიტერი“ - ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ წვრთნებზე შეთანხმდნენ
ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭომ გაავრცელა.
„მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე, გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ჩინელ კოლეგებთან უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.