„როიტერი“ - ბულგარეთი და სლოვაკეთი ბელარუსში მათი ქვეყნების ელჩების გამოწვევას გეგმავენ
ბულგარეთი და სლოვაკეთი ბელარუსში მათი ქვეყნების ელჩების გამოწვევას გეგმავენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბულგარეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდნენ.
„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელია. ევროკავშირი ბელარუსის ხალხს ერთიანად უჭერს მხარს“,- განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა.
„როიტერი“ წერს, რომ ბელარუსიდან საკუთარი ელჩები პოლონეთმა, ლიეტუვამ და გერმანიამაც გამოიწვიეს.