„როიტერი“ - ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე აბას ნილფორუშანი დაიღუპა
„როიტერი“ - ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე აბას ნილფორუშანი დაიღუპა

ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე აბას ნილფორუშანი დაიღუპა.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურის.

ამასთან, ბეირუთზე ისრაელის იერიშის შემდეგ ისრაელის მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.