„როიტერი“ - ბეირუთში აფეთქებას საფრანგეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა
„როიტერის“ ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქებას საფრანგეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ის არქიტექტორი ჟან-მარკ ბონფილია. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ საფრანგეთის 24 მოქალაქე, მათ შორის სამის მდგომარეობა სერიოზულია.
ბეირუთში ხუთშაბათს ჩასვლას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.