„როიტერი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ახალ შეზღუდვებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რათა უკრაინასა და ისრაელისთვის ახალი დახმარება უზრუნველყოს
„როიტერი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ახალ შეზღუდვებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რათა უკრაინასა და ისრაელისთვის ახალი დახმარება უზრუნველყოს

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ახალ შეზღუდვებს თავშესაფრის მაძიებლებისა და დეპორტაციის პროცესისთვის, რათა უზრუნველყოს ახალი დახმარება უკრაინაისა და ისრაელისთვის დამატებითი დაფინანსების კანონპროექტში, ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა, მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან სენატში რესპუბლიკელებმა ამ მიზეზით არ მიიღეს უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი.

ანონიმური წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ითვალისწინებს „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ დებულებას, რომელიც უარს იტყვის თავშესაფრის მიცემაზე იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყანაში მიდიან აშშ-ში მიმავალ გზაზე.

თეთრი სახლის სპიკერის, ანჯელო ფერნანდეს ერნანდესის განცხადებით, ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ „საზღვარი გატეხილია“ და რომ კონგრესმა უნდა მიიღოს ზომები მის გამოსასწორებლად. „პრეზიდენტმა თქვა, რომ ღიაა კომპრომისისთვის“, – განაცხადა ერნანდესმა.