„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის M2 Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემის საკითხს განიხილავს
„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის M2 Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემის საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინისთვის M2 Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემის საკითხს განიხილავს. როგორც „როიტერი“ იუწყება, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ბრედლის“ გადაცემის საკითხი განიხილება, რაც უკრაინელ სამხედროებს სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში დაეხმარება.

ასევე, თეთრი სახლის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აშშ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადებს და მასში შესაძლოა, „ჰაიმარსის“ დამატებითი სისტემები შევიდეს.

საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ამ დრომდე უკვე 21.9 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.