„როიტერი“ - აშშ-ში, ნევადის შტატში ფესტივალ burning man-ზე ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
„როიტერი“ - აშშ-ში, ნევადის შტატში ფესტივალ burning man-ზე ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნევადის შტატში, ფესტივალზე სახელწოდებით Burning Man, კოკისპირული წვიმის დროს ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფომაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პერშინგის ოლქის შერიფის ოფისში განაცხადეს, რომ „ამჟამად იძიებენ უამინდობის დროს ერთი ადამიანის დაღუპვის საქმეს”, მაგრამ გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები შერიფის ოფისში არ დაუზუსტებიათ. მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე დაახლოებით 70 000 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.

Burning Man არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნებისა და კულტურის ღონისძიება, რომლის დროსაც სტუმრები ქმნიან დროებით ქალაქს შუა უდაბნოში. მუსიკასთან ერთად, ფესტივალზე, როგორც წესი, წარმოდგენილია ხელოვნების ინსტალაციები.