„როიტერი“ - აშშ საუდის არაბეთისთვის შეტევითი იარაღის რეალიზაციაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების საკითხს განიხილავს
აშშ საუდის არაბეთისთვის შეტევითი იარაღის რეალიზაციაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების საკითხს განიხილავს.
სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი აუქმებს სამი წლის წინ დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც ქვეყანას იემენის ომთან დაკავშირებით დაუწესეს.
ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, შეიარაღების რეალიზაცია, შესაძლოა, მომდევნო კვირიდან განახლდეს.
აშშ-ის კანონმდებლობით, შეიარაღების რეალიზაციაზე მსხვილი საერთაშორისო გარიგებები კონგრესმა უნდა განიხილოს.
ასევე, გავრცელებული ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ერ-რიადთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავდაცვითი პაქტისა და ბირთვულ ენერგეტიკაში თანამშრომლობის გაფორმებაზე ფართო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად.