„როიტერი“ - აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები გაერო-ს შეხვედრაზე ჰონგ კონგის საკითხის გამო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის გაერო-ს შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც პეკინის მხრიდან ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ჰონგ კონგზე გავრცელებას უკავშირდებოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ში აშშ-ის მისიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საკითხი დაუყოვნებლივ გლობალურ ყურადღებას საჭიროებს, რადგან საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. აშშ ჰონგ კონგის საკითხთან დაკავშირებით 15-წევრიანი საბჭოს მოწვევას ითხოვს. აშშ-ის განცხადებით, ჩინეთისგან წამოსული წინააღმდეგობა ჰონგ კონგის გარდა, COVID-19-ის კრიზისის დაფარვის მცდელობას და პანდემიაზე არასათანადო რეაგირებას, ასევე ქვეყნის მხრიდან ადამიანთა უფლებებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივ დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის უკანონო ქცევას უკავშირდება.
„ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ პეკინი არ იქცევა როგორც გაერო-ს პასუხისმგებლობის წევრი ქვეყანა”,- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
ჩინეთმა აშშ-ის მიერ წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კანონი შიდა პოლიტიკის საკითხია, რომელიც უშიშროების საბჭოს მანდატს სცდება. ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის ელჩმა, დრანგ ჯუნმა განაცხდა.
„ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ არის მსოფლიოში მთავარი პრობლემების შემქმნელი. სწორედ აშშ-მა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები. ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ძალაუფლების პოლიტიკა და ჩაგვრის პრაქტიკა”,- განაცხადა ჩინეთის ელჩმა გაერო-ში.