„როიტერი“ - აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ჩინეთიდან მომავალი გამოწვევების დასაძლევად ახალ ცენტრს ქმნის
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ჩინეთიდან მომავალი გამოწვევების დასაძლევად ახალ ცენტრს ქმნის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით, ცენტრი ორიენტირებული იქნება მხოლოდ ჩინეთზე და ჩინეთიდან მომდინარე ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც აშშ-ში ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სახელდება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრთხე არა ჩინელი ხალხისგან, არამედ ქვეყნის ხელისუფლებიდან მოდის. სააგენტოს დირექტორის, უილიმ ბერნსის თქმით, ცენტრის მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერებს სულ უფრო მტრულად განწყობილი ჩინეთის ხელისუფლებიდან მომავალი საფრთხის შეჩერებას.
გარდა ამისა, ბერნსის თქმით სააგენტო გააგრძელებს აგრესიულ რუსეთზე, პროვოკაციულ ჩრდილოეთ კორეაზე და მტრულად განწყობილ ირანზე ფოკუსირებას.