„როიტერი“ - აიათოლა ალი ხამენეიმ „ჰეზბოლას“ ლიდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რომ ისრაელმა მისი ლიკვიდაცია დაგეგმა
„როიტერი“ - აიათოლა ალი ხამენეიმ „ჰეზბოლას“ ლიდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რომ ისრაელმა მისი ლიკვიდაცია დაგეგმა

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიბანიდან გაქცევისკენ მოუწოდებდა.

ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა, რომ 17 სექტემბერს „ჰეზბოლას“ ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, ხამენეიმ ნასრალას შეტყობინება გაუგზავნა, რომ ირანში გადასულიყო. გზავნილში საუბარი იყო სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ისრაელს „ჰეზბოლაში“ აგენტები ჰყავდა და ნასრალას მოკვლა იგეგმებოდა.

ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერების ლიკვიდირების საპასუხოდ, აიათოლა ალი ხამენეიმ და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა გასცეს ბრძანება და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვეს.

ცნობისთვის, ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.