„როიტერი“ - აიათოლა ალი ხამენეიმ „ჰამასის“ ლიდერს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ რადგან არ გააფრთხილა ირანი 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ, ირანი „ჰამასის“ სახელით ომში არ შევა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ „ჰამასის“ ლიდერს უთხრა, რომ ირანი ომში პირდაპირ არ ჩაერთვება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის სულიერმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიეს შეხვედრისას განუცხადა, რომ რადგან „ჰამასმა“ ირანი წინასწარ არ გააფრთხილა 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ, ირანი „ჰამასის“ სახელით ომში არ შევა.
აიათოლა ალი ხამენეიმ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს უთხრა, რომ გააგრძელებს ჯგუფის პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას.
ამასთან, „ჰამასის“ წყარომ „როიტერს“ აცნობა, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა მოუწოდა ჰანიეს, გაეჩუმებინა ხმები პალესტინის ჯგუფში, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებდნენ ირანს და მის ლიბანელ მოკავშირე „ჰეზბოლას“, მთელი ძალით შეუერთდნენ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.