როგორი მდგომარეობაა თბილისის საბავშვო ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა [ფოტოები]
თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან შეჩერდა.
საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ორშაბათიდან ახლომდებარე ბაღებში გადაანაწილებენ.