როგორი იქნება თბილისის სატელევიზიო ანძა მოდერნიზების შემდეგ [ფოტო, ვიდეო]
14:14, 12.12.2018
თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. პროექტის მიხედვით, ანძაზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე.
ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, 40 ადამიანი დასაქმდება. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი გაიხსნება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა.
სატელევიზიო ანძის მოდერნიზება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება.
კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა. სპეციალისტებთან მუშაობის შემდეგ ორი პროექტი შეირჩა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში განთავსდება და საზოგადოება გადაწყვეტს სამომავლოდ როგორი იქნება მოდერნიზებული ანძა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი უახლოეს ხანში წარდგინება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.