მსოფლიო 2022 წელს კოვიდპანდემიის პირობებში შეხვდა. ქვეყნების ნაწილმა ღონისძიებები გააუქმა. ნაწილში კი მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული. მიუხედავად ამისა, ახალი წლის შემოსვლა მსოფლიოში საზეიმოდ აღნიშნეს.
ავსტრალიაში 2022 წლის შემოსვლა გრანდიოზული ფეიერვერკით აღნიშნეს, რომლის სანახავად 17 000 ადამიანი შეიკრიბა
სიდნეის სტადიონზე კი საახალწლო კონცერტი გაიმართა
სეულის მცხოვრებლებისთვის კი ახალ წელს ლაზერული შოუ მოაწყვეს. პროექტორები 125-სართულიან ცათამბჯენში იყო დამონტაჟებული და შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა
იაპონიაში, ქალაქ კამაკურას ტაძართან ახალი წლის ღამეს 6 500 სანთელი აანთეს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში წარმატება უსურვეს
ტოკიოს ტაძარში კი ათასობით ადამიანი საახალწლო ლოცვას დაესწრო
ტაილანდში, მდინარე ჩაუპრაიას თავზე მასშტაბური ფეიერვერკების შოუ მოაწყვეს
ულამაზესი ფეიერვერკი გაუშვეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაშიც
ლონდონში ფეიერვერკი გაუშვეს სამეფო-საზღვაო კოლეჯის თავზე. შოუში მონაწილეობდნენ დრონებიც
დუბაიში, ახალი წლის ღამეს ფეიერვერკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი – ბურჯ ხალიფას შენობიდან გაუშვეს
ახალი წლის დადგომა ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე ფეიერვერკის ფონზე იზეიმეს
წყარო: „ბიბისი“