როგორ შეგიძლიათ, აღნიშნოთ ვალენტინობა დისტანციური ურთიერთობის დროს
როგორ შეგიძლიათ, აღნიშნოთ ვალენტინობა დისტანციური ურთიერთობის დროს

დისტანციური ურთიერთობა მარტივი არ არის და ამაში ის ადამიანები დაგვეთანხმებიან, ვისაც გამოცდილება აქვს. წყვილს შორის ვნებათაღელვა იმატებს განსაკუთრებული დღეების მოახლოებისას, როცა დისტანციის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ვერ ხვდებიან.

უყურეთ რომანტიკულ ფილმს ერთდროულად

დისტანციური ურთიერთობის გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფილმების ყურება ერთდროულად. შეგიძლიათ, შეარჩიოთ „ნეტფლისქსის“ რომელიმე საინტერესო სერიალი ან უბრალოდ რომანტიკული დრამა, რომელსაც კომპიუტერებში ერთდროულად ჩართავთ და საუბარს ფეის თაიმით ან რომელიმე საკომუნიკაციო ქსელით განაგრძობთ. ამ გზით შეძლებთ ფილმთან დაკავშირებით ემოციების გაზიარებას.

 

სახალისო თამაშები კარტით

ბოლო პერიოდში, საკმაოდ პოპულარული და აქტუალურია თამაშები კარტით. შეგიძლიათ, უახლოეს მაღაზიაში შეიძინოთ ასეთი კარტები და 14 თებერვლის საღამო სახალისო თამაშებში გაატაროთ.

 

მზის ჩასვლის ყურება

ეს რჩევა, ალბათ, უფრო მეტა რომანტიკული ადამიანებისთვის არის. თუ თქვენ ასეთი ადამიანი ხართ და რომანტიკა გიზიდავთ, შესთავაზეთ თქვენს პარტნიორს და ერთად უყურეთ მზის ჩასვლას, თუ რა თქმა უნდა, დროში მკვეთრი სხვაობა არ გიშლით ხელს. თუ სხვადასხვა სასაათო სარტყელში იმყოფებით, მაშინ კარგი იდეა იქნება მზის ჩასვლის ან მოსვლის Time Laps-ით გადაღება. რის შემდეგაც ვიდეოს თქვენს რჩეულს გაუზიარებთ.

ონლაინპაემანი სანთლის შუქზე

მართალია, თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენგან შორს იმყოფება, თუმცა დისტანცია ხელს ვერ შეგიშლით რომანტიკული ვახშმის ორგანიზებაში. თავისუფლად შეგიძლიათ, ლამაზ კაბაში გამოეწყოთ, ჭიქა ღვინით ხელში და ფეის თაიმის, ფეისბუქ ვიდეოზარის ან ვოთსაპის საშუალებით მოაწყოთ სასიამოვნო საღამო.

მოამზადეთ კერძი ერთად

დისტანციური ურთიერთობის დროს ყველაზე სახალისო რამ, რაც შეგიძლიათ, ერთად გააკეთოთ, არის საჭმლის მომზადება. წინასწარ შეარჩიეთ კერძი, შეიძინეთ ინგრედიენტები და ვიდეოზარით, ერთობლივად მოამზადეთ კერძი, რომელსაც ერთად დააგემოვნებთ.

გაგზავნეთ ვიდეომესიჯი

თუ ცეკვა ან სიმღერა თქვენი ძლიერი მხარეა, შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანი პატარა წარმოდგენით დაასაჩუქროთ და სპეციალურად მისთვის იმღეროთ ან იცეკვოთ, რასაც აუცილებლად კამერით გადაიღებთ და შემდეგ შეყვარებულს გაუგზავნით.

გაუგზავნეთ საჩუქარი

თქვენი საყვარელი ადამიანი ნამდვილად გაოცებული და გახარებული იქნება, თუ წინასწარ გაარკვევთ, მიტანის რომელი სერვისი მუშაობს კონკრეტულ ქვეყანაში და რაიმე ორიგინალურ საჩუქარს გაუგზავნით სწორედ ვალენტინობას.