„მოამბის“ გადამღები ჯგუფი სამცხე-ჯავახეთშიც ჩავიდა. ერთად ვნახავთ, როგორ ხვდებიან ახალციხეში ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. წმინდა მარინეს სახელობის ახალციხის საკათედრო ტაძარში მრევლი უკვე შეკრებილია. როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ისტორიულ სამცხეშიც, ლიტანიობა სულ ცოტა ხანში, 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.
გენო ოსიყმაშვილი ადევნებს თვალს საზეიმო სამზადისს.