როგორ ფიქრობთ, გვეშველება თუ არა რამე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოკითხვისას რესპონდენტებს ამ კითხვითაც მიმართა
როგორ ფიქრობთ, გვეშველება თუ არა რამე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოკითხვისას რესპონდენტებს ამ კითხვითაც მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევისას რესპონდენტებს, სხვა კითხვებთან ერთად, ასეთი კითხვითაც მიმართეს, – თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე?

ამ კითხვაზე გამოკითხულთა 58% პასუხობს – დიახ; 27% – არა; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 15%-მა.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +-  2.3 პროცენტის ფარგლებშია.