როენა ხუცურაული და ზინაიდა ქორიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ [ფოტო]
პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული როენა ხუცურაული სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ასევე როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზინაიდა ქორიძე, რომელსაც 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სხდომაზე როენა ხუცურაულმა და ზინაიდა ქორიძემ ბრალი აღიარეს. ბრალდებულებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულს ნანობენ.
პროკურორმა ბრალდებულებისთვის 40 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ბრალდებულები თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
როენა ხუცურაული და ზინაიდა ქორიძე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დააკავეს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს.