როდის გადიან პენსიაზე ევროპაში - ბევრ ქვეყანაში იძულებული არიან, საპენსიო ასაკი გაზარდონ
როდის გადიან პენსიაზე ევროპაში - ბევრ ქვეყანაში იძულებული არიან, საპენსიო ასაკი გაზარდონ

ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნების საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით პრობლემებია. ადამიანი დღეს უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე წინა საუკუნეში. ამის გამო, ბევრ ქვეყანაში იძულებული არიან, საპენსიო ასაკი გაზარდონ.

საპენსიო ასაკი დიდი ხნის განმავლობაში ბევრ ევროპულ ქვეყანაში უცვლელ იყო. ამასთან ერთად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, 80 წელს გასცდა. Global Heath Observatory-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მამაკაცის საშუალოდ 66 წლამდე ცოცხლობს, ხოლო ქალი 76 წლამდე. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა რუსეთში, თუმცა მამაკაცები აქ 64 წლამდე ცოცხლობენ. ბულგარეთში მამაკაცი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71 წელია, ხოლო ქალის 78. ლიეტუვაში კაცები საშუალოდ 68 წლამდე ცოცხლობენ, ხოლო ქალები 79 წლამდე. უფრო მეტია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითისთვი​ს გერმანელი მამაკაცი საშუალოდ 78, ხოლო ქალი 83 წლამდე ცოცხლობს. ანალოგიური მაჩვენებელია ფინეთშიც, შვედეთში კი მამაკაცი საშუალოდ 80 წლამდე ცოცხლობს, ქალი 84-მდე. კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია იტალიასა და ესპანეთში, სადაც მამაკაცების შემთხვევაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელზე მეტია.

როგორც ამ მონაცემებიდანაც ჩანს, მოქალაქეების უმეტესობა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში პენსიას უფრო დიდი ხნის განმავლობაში იღებს. სწორედ ამის გამო, მთავრობების წინაშე საპენსიო სისტემის შეცვლის საკითხი სულ უფრო ხშირად დგება. გადასახადების გაზრდა ან პენსიის შემცირება – არაპოპულარული და სარისკო ნაბიჯებია, ამიტომ ერთადერთ გზად ხშირად საპენსიო ასაკის მატება რჩება.

დღეს საპენსიო ასაკი უკრაინაში მამაკაცებისთვის 57, ხოლო ქალებისთვის 60 წელია. 2021 წლისთვის დაგეგმილი ცვლილებებით კი უკრაინელი კაცები პენსიაზე 62 წლის, ხოლო ქალები 60 წლის ასაკში გავლენ.
საპენსიო ასაკი 2028-2034 წლებში გაიზრდება რუსეთშიც. ქალების შემთხვევაში 55-დან 63 წლამდე, ხოლო ქალების 60-დან 65 წლამდე.

2029-2037 წლებში საპენსიო ასაკი მოიმატებს ბულგარეთშიც. ქალები პენსიაში 61-ის ნაცვლად 65 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცები 63-ის ნაცვლად, ასევე 65 წლის ასაკში გავლენ.

2026 წლიდან ქალებისა და მამაკაცების საპენსიო ასაკი 65 წლამდე გაიზრდება ლიეტუვაშიც. გერმანიაში კი 2029 წლიდან ორივე სქესის წარმომადგენლები პენსიაზე 67 წლის ასაკში გავლენ. დღეს გერმანიაში საპენსიო ასაკი 65 წელი და 7 თვეა.

დაახლოებით 2 წლით მოიმატებს საპენსიო ასაკი ფინეთშიც. 2027 წელს ის 65 წელი იქნება. იტალიასა და შვედეთი ჯერ არ გეგმავენ საპენსიო ასაკის გაზრდას. იტალიაში ქალებიც და მამაკაცებიც პენსიაზე 66 და 7 თვის, ხოლო შვედეთში 65 წლის ასაკში გადიან.