რობინ ჰუდია, წარმოუდგენელია! - შეცვლაზე შესულმა ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიას“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და გახდა  მთავარი გმირი მატჩში, რომელშიც კრაკოველებმასტალ მიელეცი“ 2:1 დაამარცხეს.

ექსტრაკლასას 21-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მცველი „კრაკოვიას“ სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და თამაში რადიკალურად შეცვალა. პირველი ტაიმის შემდეგ მისი გუნდი 0:1 აგებდა.

27 წლის ქართველმა მცველმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე უკრანელი კონოპლიანკას გადაცემით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 85-ე წუთზე მისი პასით მაკუჩიმ ისარგებლა და „კრაკოვიას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 2:1.

„რობინ ჰუდია, წარმოუდგენელია!“ – ასეთი მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი პოსტთ გამოეხმაურა „კრაკოვიას“ გვერდი ქართველის თამაშს.

21 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 32 ქულა დააგროვა, ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დაწინაურდა და ლიდერთა სამეულს 4 ქულით ჩამორჩება.