რობინ დანიგანი - ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მთავრობამ აიღო ვალდებულება და შეასრულა
ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დანიგანის თქმით, პოზიტიური ნაბიჯები დაინახეს მთავრობისგან, ცესკო-სგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან. რობინ დანიგანი იმედოვნებს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი.
„ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ის და NDI-ის გრძელვადიანი მისიები, ორი ორგანიზაციისა, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. მათ მიიღეს სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლებიც, მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. ასე რომ, მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულეს. ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკო-სგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. ვიმედოვნებთ, არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.