რობინ დანიგანი - ვაფასებთ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა გვაჩვენეს, რომ სერიოზულად უდგებიან ამ თანამშრომლობას
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა გვაჩვენეს, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართველების, ასევე ამერიკელების უსაფრთხოება. საქართველო, რა თქმა უნდა, რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და როდესაც ქართველ პარტნიორებთან ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ არის დაცული საზღვარი, საბაჟო, რისკებზე რეაგირება, საფრთხეებზე რეაგირება და რამდენად ძლიერია სანაპირო დაცვა, სამხედრო თავდაცვა, რომ შესაძლებელი იყოს აგრესიის შეკავება. მე ვხედავ, რომ საქართველოს ინსტიტუტები არიან ამ პრინციპების ერთგულნი“, – აცხადებს რობინ დანიგანი.