რობინ დანიგანი - საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს ტრენინგებისთვისაც, საქართველო არის მნიშვნელოვანი იმ რეზოლუციებში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას
რობინ დანიგანი - საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს ტრენინგებისთვისაც, საქართველო არის მნიშვნელოვანი იმ რეზოლუციებში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას

საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგებისთვის, რომ დავეხმაროთ ამაში, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზეც იმ რეზოლუციების მიღებაში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ დიალოგის გასაგრძელებლად.

„ჩვენი, აშშ-ის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციებთან შესაბამისობა და შესრულება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბარი საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს საფინანსო სექტორთან. საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს, გააგრძელოს სანქციების აცილების გზით რუსეთის ომის დაფინანსება სამომავლო აგრესიებისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან. სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად. საქართველო ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც გაერო-ში, ასევე ეუთო-ში უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციების მიღებაში, რომლებიც გმობს რუსეთის აგრესიას. ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ კუთხით“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.