რობინ დანიგანი - დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცესკო-მ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას
ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს გუნდი, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და ტექნიკური პროფესიონალები არიან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დანიგანის თქმით, ცესკო-ს გუნდი მზად არის, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად ჩატარებას.
„ჩემი აზრით, მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას, რათა ხალხმა იცოდეს, რომ კენჭისყრა ფარულია და ხმის მისაცემად მივიდეს“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ამასთან, როგორც დანიგანმა აღნიშნა, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ მიიღებდა გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებს, რაც, დანიგანის თქმით, შეასრულა.
„ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ის და NDI-ის გრძელვადიანი მისიები, ორი ორგანიზაციისა, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. მათ მიიღეს სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლებიც, მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. ასე რომ, მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულეს. ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკო-სგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. ვიმედოვნებთ, არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი “, – განაცხადა რობინ დანიგანმა.