რობეტ ფიცო აცხადებს, რომ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს სლოვაკეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის გეგმას განიხილავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობეტ ფიცო აცხადებს, რომ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს სლოვაკეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის აშენების გეგმას განიხილავს.
სლოვაკეთი Jaslovske Bohunice-ის ქარხანაში 1 200 მეგავატამდე სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა მთავრობას გეგმა ოქტომბრის ბოლომდე უნდა წარუდგინონ. ივლისში სლოვაკეთის მეზობელმა ჩეხეთმა ახალი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად ფრანგული კომპანიის ნაცვლად სამხრეთ კორეის KHNP-ი აირჩია.
ფიცო იმედოვნებს, რომ სამხრეთ კორეაში მისი ვიზიტი უფრო მეტად გამოკვეთს კონტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კორეა შეიძლება, იყოს პოტენციური პარტნიორი ამ მიმართულებით. მისივე თქმით, სლოვაკეთის მთავრობა ამერიკელ და ფრანგ სპეციალისტებთანაც ისაუბრებს.
„სამხრეთ კორეა არის ქვეყანა, რომელთანაც მტკიცე პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს, ეს ქვეყანა სლოვაკეთში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაური სამხრეთ კორეაში ხვალ მიემგზავრება. ფიცო სამხრეთ კორეის პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.