სნუკერისტებმა ბოლო რეპეტიცია გაიარეს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც მაისში შეფილდში გაიმართება.
გასულ კვირას ჩინეთის ღია პირველობა გაიმართა, რომლის ფინალშიც ავსტრალიელმა ნილ რობერტსონმა ინგლისელი ჯეკ ლისოვსკი დიდი ანგარიშით დაამარცხა – 11:4. მატჩის ბედი უკვე პირველი სესიის შემდეგ იყო გადაწყვეტილი, რომელიც რობერტსონმა 8:2 მოიგო.
„დღეს ძალიან დამაჯერებლად ვიყავი განწყობილი. ბოლო ორი ფინალი მქონდა წაგებული, ეს კი სეზონში მეექვსე ფინალი იყო ჩემთვის. არ მინდოდა, ორი მოგება და ოთხი წაგება მქონოდა“, – აღნიშნა ნილმა.
რობერტსონისთვის ეს იყო მე-16 ტიტული კარიერაში.
მსოფლიოს ჩემპიონატი 20 მაისს დაიწყება.