რობერტა მეცოლამ კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტარმერს მიულოცა.
„გილოცავთ კირ სტარმერ! ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მრავალწლიან მეგობრობაზე. როგორც მოკავშირეები და პარტნიორები, ჩვენი საერთო ინტერესშია მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.