ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპის დღეს უკრაინაში ჩავიდა.
კიევის რკინიგზის სადგურში მას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი დახვდა.
„დავბრუნდი მამაცთა მიწაზე, კიევში ევროპის დღეს“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ში.