რობერტა მეცოლა - ქვეყანას როდესაც ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს
რობერტა მეცოლა - ქვეყანას როდესაც ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს

ყველა ქვეყანას აქვს თავისი გზა, ტექნიკური მოთხოვნები უნდა იყოს დაკმაყოფილებული თითოეული ქვეყნის მიერ, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

ამასთან, მეცოლას განცხადებით, უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა თავისი მზადყოფნა, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

„გაფართოების პროცესები ყოველთვის რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ვახსენე სიტყვა იმედი, სწორედ ეს არის. უკრაინელები ომობენ ჩვენს ომს, არის თუ არა ახლა დრო, რომ მათ ზურგი ვაქციოთ? არის თუ არა ახლა დრო დავუხუროთ მათ კარი? როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს – უფრო ღრმა ინტეგრაცია, მომზადება, აღდგენა, პროგრამები, სხვადასხვა სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს პერიოდი არის გადამწყვეტი და უნდა გახდეს ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა თავისი მზადყოფნა, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა მეცოლამ.