რობერტა მეცოლა - ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვამ ასობით უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა, საავადმყოფოს განადგურება გაუმართლებელია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ნათელი მოეფინოს იმას, რაც მოხდა
რობერტა მეცოლა - ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვამ ასობით უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა, საავადმყოფოს განადგურება გაუმართლებელია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ნათელი მოეფინოს იმას, რაც მოხდა

ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვამ ასობით უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ნათელი მოეფინოს იმას, რაც მოხდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისივე თქმით, საავადმყოფოს განადგურება საზარელი, გაუმართლებელია.

„ევროკავშირის ლიდერები გუშინ ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაზე როცა შეიკრიბნენ, ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფო დაიბომბა, რამაც ასობით უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა. საავადმყოფოს განადგურება საზარელი, გაუმართლებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ნათელი მოეფინოს, რაც მოხდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში ტრაგედია გრძელდება და კვლავ უდანაშაულო ადამიანები იძულებული არიან, გადაიხადონ ფასი“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.