რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები
რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები, ვიდრე ორი ქვეყანა ელოდება ოფიციალურ გაწევრიანებას ევროკავშირში.

„არ დაუშვათ შეცდომა: პოლიტიკურად თუ ქვეყანა იყურება ევროპისკენ, მაშინ ევროპამ კარი ფართოდ უნდა გააღოს. ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში“, – განაცხადა მეცოლამ პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მეცოლამ აღნიშნა, რომ გაფართოება ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე ცრუ იმედის გაჩენის რისკთან დაკავშირებით, რომ უკრაინა უფრო სწრაფად გაწევრიანდება ევროკავშირში, ვიდრე ეს რეალისტურია, მეცოლამ განაცხადა, რომ „თითოეულ ქვეყანას თავისი გზა აქვს“ და აღნიშნა, რომ მის ქვეყანას, მალტას, ათი წელი დასჭირდა.

ევროპარლამენტის პოტენციურ დამკვირვებელ წევრებთან დაკავშირებით მეცოლამ აღნიშნა, რომ უნდა დაამყაროს კავშირი პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან და განიხილოს იგივე შეთავაზება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი კანდიდატი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.