რობერტა მეცოლა - ერთადერთი გზა მშვიდობისკენ არის უკრაინელი ხალხის დახმარება თავის დაცვაში
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული უკრაინის დახმარების პაკეტი გადამწყვეტ მხარდაჭერას უწევს უკრაინას.
„ერთადერთი გზა მშვიდობისკენ არის უკრაინელი ხალხის დახმარება თავის დაცვაში. ჩვენ ერთიანი ვართ თავისუფლებისთვის, აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.