რობერტა მეცოლა - ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს
რობერტა მეცოლა - ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს

ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მალტელმა თავმჯდომარემ ევროპის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების ბოლოს პრესკონფერენიცაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც იზიარებენ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, ევროპას საკუთარ სახლად უნდა განიხილავდნენ.

„ევროპარლამენტი იყო ძალიან კონკრეტული, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი პოზიცია არის თანმიმდევრული – ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც იზიარებენ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, მაშინ ევროპას საკუთარ სახლად უნდა განიხილავდნენ. ეს არის ის, რის გაკეთებასაც უკრაინელები გვთხოვენ და ჩემი აზრით, ჩვენ სწრაფი ნაბიჯებით ვუპასუხეთ. მაგრამ ამასთან უკრაინელებიც სწრაფად მოქმედებენ, რათა შემდეგი ნაბიჯი გადაიდგას. სად მიგვიყვანს ეს შემდეგი ნაბიჯი, ჯერ არ ვიცით. არსებობს სხვადასხვა დონე, სხვადასხვა ნაწილი, მაგრამ ჩვენთვის ცხადია, რომ როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში იმ ქვეყნების შემდგომ ინტეგრაციას, რომელთა ინტერესი და სურვილი არის ევროკავშირთან დაახლოება, ჩვენს ინტერესებშიც შედის და ჩვენი სურვილიც არის უკრაინის ხილვა ევროპის გულში, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დიალოგი და გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, ასევე მივესალმოთ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების განაცხადს“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.