რობერტ ქოჩარიანი სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოულოდნელს უწოდებს
სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც 20 ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბლოკ „სომხეთს“ ხელმძღვანელობდა, საბოლოოდ დამდგარ შედეგებს საკმაოდ მოულოდნელს უწოდებს. მისი თქმით, მანამდე სოციალური გამოკითხვები სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებდა.
„მასობრივი დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. შედეგების გასასაჩივრებლად საკონსტიტუციო სასამართლოში მივდივართ. ყველა ეს მასალა ჩვენს შტაბში გროვდება“, – აღნიშნა ქოჩარიანმა.