რობერტ პლანტი „ბლექ სი არენას“ სცენაზე რეპეტიციას გადის
რობერტ პლანტი „ბლექ სი არენას“ სცენაზე რეპეტიციას გადის

რობერტ პლანტის კონცერტამდე რამდენიმე საათი რჩება. ინგლისელი როკვარსკვლავი, ბენდთან ერთად, „ბლექ სი არენას“ სცენაზე რეპეტიციას გადის. რეპეტიცია მედიისთვის დახურულია.

როგორც „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ პირველ არხს განუცხადა, მუსიკოსმა ქართული კერძები დააგემოვნა და მრავალხმიანი ქართული სიმღერის მოსმენა მოითხოვა. ფესტივალის ორგანიზატორებმა პლანტს სურვილი შეუსრულეს.

გარდა ამისა, მუსიკოსმა, მისივე მოთხოვნით, დღეს დილიდან აჭარის რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი დაათვალიერა.

„ლედ ზეპელინის“ ყოფილი სოლისტი და ახლა უკვე სოლო შემსრულებელი, ბენდთან ერთად, „ბლექ სი არენას“ სცენაზე კონცერტს 21:00 საათზე გამართავს, რითაც შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალს გახსნის.