მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთში სპორტისა და განათლების უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2017 წელს, ფეხბურთელმა ფიზიკური აღზრდისა და ადმინისტრირების კურსები გაიარა.
ფორვარდმა 2019-20 წლების სეზონში 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. პოლონელი გერმანიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, გერმანიის თასის მფლობელი და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა. რამდენიმე დღის წინ, ის უეფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.