რობერტ კენედი უმცროსმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ადვოკატი ნიკოლ შანაჰანი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა თავისი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ადვოკატი და ფილანთროპი, 38 წლის ნიკოლ შანაჰანი დაასახელა.
შანაჰანი კორპორაცია Google-ის დამფუძნებელ სერგეი ბრინის ყოფილი მეუღლეა.
როგორც „ბიბისი“ წერს, 70 წლის რობერტ კენედის პრეზიდენტობის შანსი ნულს უტოლდება. საარჩევნო ბიულეტენზე მოსახვედრად ერთ-ერთ წინაპირობას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაც წარმოადგენს.