რობერტ კენედი უმცროსი - დემოკრატები ახლა ომის პარტია არიან, ისინი აპირებენ, რუსეთთან ომში ჩაგვითრიონ
დემოკრატები ახლა ომის პარტია არიან, ისინი აპირებენ, რუსეთთან ომში ჩაგვითრიონ, – ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა ფსიქოლოგიის პროფესორ ჯორდან პიტერსონთან ინტერვიუში განაცხადა.
რობერტ კენედი უმცროსმა, რომელმაც დემოკრატიული პარტია დატოვა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, აღნიშნა, რომ ადრე ომის მხარდამჭერ პარტიად რესპუბლიკელები ითვლებოდნენ, ხოლო დემოკრატები – პირიქით, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა.
„დემოკრატიული პარტია ვიყავით ის პარტია, რომელიც ომის წინააღმდეგი იყო. რესპუბლიკელები იყვნენ ომის მომხრე პარტია. ჩვენ ვიყავით პარტია, რომელიც მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის კონსტიტუციურ უფლებებს და განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციის ყველა სხვა უფლების საყრდენია“, – განაცხადა რობერტ კენედი უმცროსმა.